ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პოლიტიკური ამორალურობაა.
„ფაქტი არის, რომ ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას. როგორც ჩანს, ამ მხრივ ფლაგმანი ყოფილა დიდი ბრიტანეთი, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ გავიგეთ. ესეც კარმა არის - როდესაც ბრიტანეთი ცილობს, რომ უსამართლოდ მოექცეს ქართულ მედიას, ჩვენ ვიგებთ, რომ სინამდვილეში ბრიტანეთი არის აქტიურ ვაჭრობაში რუსეთის ფედერაციასთან. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. აღარ გვიკვირს ის ფაქტი, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა”, - განაცხადა დეპუტატმა.
საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა.