„მნიშვნელოვან, საინტერესო პერიოდში შედის დედამიწა“ - ასტროლოგი

დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, 28 თებერვალს ცის კაბადონზე პლანეტათა აღლუმს ვიხილავთ:​

„საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდში შედის დედამიწა.

განსაკუთრებით 25 თებერვლიდან 4-5 მარტამდე დროა გამოსაყოფი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 თებერვალს ცის კაბადონზე პლანეტათა აღლუმს ვიხილავთ.

მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

მათი დანახვა ტელესკოპით და ზოგიერთის კი თვალითაც შესამჩნევი იქნება.

როგორც იცით, ახლა გავდივართ მზე-მთვარის დაბნელების დერეფანს და ამ დერეფანს ემთხვევა პლანეტა მერკურის რეტროგრადული მოძრაობაც თევზების ზოდიაქოს ნიშანში.

რეტროგრადული მერკური იმოძრავებს თევზებში 26 თებერვლიდან 20 მარტამდე.

არაა გამორიცხული, რომ ახლა ძალიან ბევრმა თქვენგანმა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. მიიღოთ საგულისხმო ნიშნებიც. ზოგმა ხილულად, ზოგმა სიზმრის სახით და სხვა …

კარგი პერიოდია ძველი საკითხების მოგვარებისა და გააქტიურებისთვის. პროექტების და იდეების გადახედვისთვის. სულიერი განწმენდვის, ფსიქოლოგიური სიჯანსაღისა და მარხვისთვის.

თვის ბოლო და მარტის საწყისი ოდნავ მძიმეა. გვექნება მარსის და ურანის კვადრატურა, რაც უკვალოდ არ ჩაივლის.

ნუ შეხვალთ ახალ და მოუმწიფებელ სათუო საქმეში, ბევრს არავის არაფერს დაპირდეთ და მოერიდეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს.

ეცადეთ, რომ მატერიალურ და სულიერ სფეროებს შორის იპივნოთ ბალანსი“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.