შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
ევროპარლამენტარ ანდრაშ ლასლოს განცახდებას, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებსაც USAID-ი და NED-ი ასპონსორებდნენ, პოლიტიკურ ექსტრემიზმს ახალისებდნენ.
„კიდევ ბევრ აღიარებას მოვისმენთ, მათ შორის უმაღლესი დონიდან. გვესმის უკვე ბრიუსელიდან. მანამდე ვაშინგტონიდან გავიგეთ ასევე USAID-ისა და NED-ის შესახებ და ა.შ. რა თქმა უნდა, ის ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი ასპონსორებდნენ, პოლიტიკურ ექსტრემიზმს ახალისებდნენ ამით, სინამდვილეში ჰიბრიდული რბილი ძალის ნაწილი იყო და არა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. უბრალოდ, ამის უფრო მეტი ფაქტია დღეს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, რაც იყო ჩვენი მიზანი. სწორედ ამიტომ არის, რომ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ რბილი ძალის ორგანიზაციებს საქართველოში არ აქვთ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საერთაშორისო დახმარება, როგორც პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტი. ამ თემაზე ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს. ევროდეპუტატი USAID-ის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა უნგრეთსა და რეგიონში კორუმპირებული პოლიტიკური ქსელების შექმნაზე. ლასლო მიიჩნევს, რომ USAID-ის დახურვის მიუხედავად, ამ პოლიტიკური ქსელების წევრები ისევ აქტიურობენ.