საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ბაჩიაშვილმა ბრალი აღიარა და ზიანიც სრულად აანაზღაურა, ლოგიკურია, რომ ახლა ყველა იმ აქტორისგან ბოდიშის მოხდას ველოდებით, ვინც ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციის იყენებდა და ქვეყანას ათას სიბინძურეს სწამებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
„მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა ქართული საზოგადოებისთვის ცილისწამებისა და ფაქტობრივი ტყუილებისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.