ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ერთად 70 წელს იცხოვრა და 20 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

ცოლ ქმარი

იჩიგანის შტატის ქალაქ ჯექსონში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში 70 წელი გაატარა და 20 წუთის სხვაობით  გარდაიცვალა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

ლეს და ფრედ ოსტინებმა ერთმანეთი სკოლაში სწავლისას გაიცნეს. მათ პირველი პაემანი გამოსაშვებ ზეიმზე ჰქონდათ, 1949 წლის ნოემბერში კი დაქორწინდნენ.

ლესი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა, შემდეგ კი მუშაობა მიჩიგანის პოლიციაში გააგრძელა, რაც შეეხება ფრედს, ის მრავალი წლის განმავლობაში კომპანია Brail Dry Cleaning-ის მენეჯერად მუშაობდა.