„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
„თუკი რამე იწვევს არეულობასა და გაურკვევლობას, ეს არის ამ შემთხვევაში, უკრაინის განდგომა ასოცირებული ტრიოდან. ამიტომ, ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან, ეს არ არის პროდუქტიული რაიმე თვალსაზრისით",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“.
"როდესაც ასეთ განცხადებას ვისმენ უკრაინელი პოლიტიკოსისგან, რომლითაც აბსოლუტურად გაუგებარია, რაში შეიძლება, დაეხმაროს არა მხოლოდ საქართველოს ან მოლდოვას, არამედ უკრაინას, ეს გაუგებარია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა ლეგიტიმურ და კეთილსინდისიერ მიზანს ისახავს ასეთი განცხადება ამ დროს, როდესაც ორ კვირაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში. ვინმეს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ჩვენი გეგმა 2024 წელს ამ განაცხადის წარდგენის, მივყვებოდით ასოცირების დღის წესრიგით და ასოცირების შეთანხმებას. ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა ჩაიხსნას და სხვადასხვა სახელმწიფო სხვადასხვაა, ე.ი. ტყუილად გვისაუბრია, ტყუილად გვიმუშავია ერთად და ერთმანეთსაც ტყუილად ველოდებოდით მაშინ, როდესაც ცალკეულ რეფორმებს ერთდროულად ვახორციელებდით. ეს იყო ასოცირებული ტრიოს მთავარი ღირსება და რატომ გახდა ეს მეორეხარისხოვანი ვინმესთვის, ეს მართლაც დასანანია, თუ ვინმე ამას მართლა გულწრფელად ფიქრობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.