VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ დათანხმდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა,დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ, უკრაინა, არ მივიღებთ [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსის რაიმე შემცვლელ ვერსიებს ან ალტერნატივებს, რაც არ უნდა ვარდისფერი იყოს ის. ჩვენ დიდი ხანია, ამ თამაშს ვთამაშობთ და ვიცით, ის როგორც მუშაობს. ჩვენ ვართ თავმდაბალი, მოკრძალებული ხალხი, რომელიც დაკმაყოფილდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულის მოგონება საჭირო არაა“, - განაცხადა მინისტრმა.