1743537968
რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, დანია და ნიდერლანდები უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ოფიციალური კოპენჰაგენი მიიჩნევს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას.
კოპენჰაგენი მიიჩნევს, რომ უკრაინა, ზოგადად, ძალიან ადრეულ სტადიაზეა, როდესაც საქმე ეხება მის მზადყოფნას, აიღოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ჩამოაყალიბოს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა ან გახდეს კონკურენტუნარიანი ერთიან ბაზარზე.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა.