რადიკალური ოპოზიციის აქციას გიორგი გახარია შეუერთდა

გახარია

რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე აქციას გიორგი გახარია შეუერთდა. ის ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვასა და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

საქართველოს პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

შეგახსენებთ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა. „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან.