ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
საუბრის მთავარი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.
„ამ სხდომაზე წარვადგინეთ ინფორმაცია რეგიონში არსებულ უსაფრთხოებაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს მიმდინარე პროცესებს რეგიონში და დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია ქართული ჯარის მზადყოფნასა და იმ გეგმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის. თავდაცვის ძალებს აქვს განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელიც ჰპასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით,"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.
დახურულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდა. მათი ნაწილი შეხვედრით უკმაყოფილოა.
„წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვერსია მოვლენების განვითარების და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესში. ეს იყო ვერსია, როდესაც რუსეთი წარმატებულია, როდესაც მოლაპარაკებები ხდება და როდესაც შეფერხდება სამხედრო აგრესია გარკვეული ხნით და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ პუტინი რომ დამარცხდეს, მაშინ რას ვშვრებით, ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. პასუხი, დაახლოებით, ასეთი იყო რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში ამის მოლოდინი ნაკლებად არსებობს,"- განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.