11 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1765382152
ბრიტანეთის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. გარეტ უორდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან "არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე". მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდება.
თბილისში ელჩის მხრიდან სიცრუეზე საუბრობენ და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის განცხადებებს ახსენებენ, რომელმაც ბრიტანეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს მედიასთან აფასებს.
"დეზინფორმაციას ავრცელებს... უნდა ახსნას თვითონ ბრიტანეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი. რა პრეტენზია აქვს ბრიტანეთს საქართველოს მიმართ? საგნობრივი საუბარი მათ არ უნდათ! ჩვენ მზად ვართ მათთან სასაუბროდ დასაბუთებულად. საპრეტენზიო მათ არაფერი აქვთ, პირიქით, ჩვენ გვაქვს საპრეტენზიოდ საქმე, რადგან ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებენ და არასამართლიან პრეტენზიებს გვიყენებენ.
ბრიტანეთი არის მზად, ფაქტებით, ოფიციალური დიალოგი დაიწყოს ჩვენთან? ოღონდ ფაქტებით და რაა ბიბისისეული გამოგონილი ნარატივებით?.. როცა მათი პრემიერი ხმამაღლა აცხადებს, რომ ბრიტანეთი ჯოჯოხეთისკენ მიექანება, მიხედონ თავიანთ თავს,"- აცხადებს შარმანაშვილი.