დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სამივე ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქმე აქვთ გასაკეთებელი ამ პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„დიდად კმაყოფილი ვარ ლიდერების მიერ ჩვენი დასკვნების დამტკიცებით. სამივე ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, საქმე აქვთ გასაკეთებელი ამ პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე. ვიცი, რომ ამას ჯეროვნად გააკეთებენ. მათ იციან რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიების, ეკონომიკებისა და მოქალაქეებისთვის. ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ის აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს იმპერიალისტური რუსეთის მიმართებით. ის ევროკავშირსაც აძლიერებს, რადგან მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ გაერთიანებულნი და ძლიერნი ვართ გარე საფრთხეების წინაშე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.