1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადება შეაფასა.
„მე დიპლომატიურ ეტიმოლოგიაში და ტერმინებში კარგად ვერ ვერკვები და თავს ვერ დავდებ, მაგრამ რა ლექსიკონებიც წამიკითხავს, იქ დემარშის სხვანაირი განმარტება ეწერა“, - აცხადებს ხვიჩია.
იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ ელჩების შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან დიპლომატების მხრიდან დემარში იყო.