ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ზოგადი საყვედური, რომელიც მივიღეთ, მე მგონი გასაკვირი არავისთვის იყო, როგორც ვპასუხობდით იმ მოთხოვნებს, რომელიც დასავლეთს მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენთან ჰქონდა და როგორ ვაღრმავებდით პოლარიზაციას, რომლის შეჩერებისკენაც მოგვიწოდებდნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით ხელისუფლებას და ოპოზიციასაც, რომ მოდი, დავსხდეთ და სერიოზულად დავილაპარაკოთ ამ ყველაფერზე - იქნებ გვეპოვა ის, როგორ დაგვემთავრებინა პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გაჩაღებულია ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში. დასავლეთი ამბობს - თქვენ ამ პროცესში სანამ ხართ, სადმე მისაღები კი არა - დასასჯელები ხართ. ეს მივიღეთ ამის პასუხად.
ევროპარლამენტში გუშინ მიმდინარე დებატებით ჩვენც არ ვიყავით აღფრთოვანებული, არ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი პილოტაჟი იმ დებატების, რომელიც ასეთ თემებთან დაკავშირებით უნდა მიმდინარეობდეს. როგორიც არ უნდა იყოს ევროპა და მოგვწონს თუ არა ერთი კონკრეტული დებატი ან საკითხი ევროპასთან დაკავშირებული, ასეთი განწყობით ხომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, შენ რომ გითხრეს ევროპელი გახდიო - ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვს, ამას რამდენად ადეკვატურად პასუხობ, - ეს არის მთავარი პრობლემა ხელისუფლების ქმედებაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.