Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს ,,საქართველოს 20%-მდე ტერიტორია გაუფორმეს", ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია ,,ალტინფოს" კითხვასა და რუსეთის საგარეო უწყების პასუხზე აქვთ აგებული.
,,რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:
რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!
რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!
საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!..", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.