რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ
1786432669
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ის, თუ რატომ დუმს ამჟამად მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ 2008 წლის ომის შემდგომ წარმოებულ პოლიტიკაზე. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისფლება თავის დროზე აწარმოებდა და ახლა ნაცაგენტურის სახით აგრძელებს, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კომენტარს დღეს არ აკეთებს, ვინაიდან სათქმელი არაფერი აქვს, რადგან ის ხელისუფლებაში ყოფნისას უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებდა და ახლაც, თავისი მომხრეების მეშვეობით, იგივეს აკეთებს.
„ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა, როცა რუსეთის ფედერაცია შენს საკუთარ სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, მაგალითად, ვითომ ევროპელი პაატა ბურჭულაძე (რუსეთის პრეზიდენტს „ღვინო კახუროს“ რომ უმღეროდა). ორმაგი სტანდარტია ასევე სააკაშვილის კარის მომღერლები დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ.
რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია რომ მოახდინა, ამას თურმე „არა უშავს“ - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისკენაც მოუწოდებდნენ რუსებს. თავად სააკაშვილი ღვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და ა.შ.
ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი დღეს ამ თემაზე ვერაფერს იტყვის, ან თუ იტყვის, ისევ თავის საწინააღმდეგოს... სააკაშვილი თავის ნაცაგენტურასთან ერთად წარმოადგენდა და წარმოადგენს უცხოურ ძალას. როცა უთხრეს, რომ რუსეთთან ლოიალოური პოლიტიკა ეწარმოებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მათ ეს გააკეთეს და როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და დაავალეს ანტირუსული პოლიტიკის გატარება, ესეც შეასრულეს. მათ სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან ასეთია აგენტის ხვედრი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.