„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ერთი დღე არჩევნებამდე - ოპოზიცია სხვადასხვა გზით კვლავ ცდილობს საზოგადოებაში მუხტის აწევას. ოპოზიციის სქემა "ქართულმა ოცნებამ" გამოააშკარავა. ამჯერად საუბარია, გდდ-ს ე.წ. საიდუმლო გეგმაზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს ეკუთვნის. საუბარია პირზე, რომელიც ახლა ემიგრაციიდან აქტიურობს. გამოქვეყნდა ე.წ. დამრბევების სია, სადაც შეყვანილია ასაკოვანი ქალები და განსაკუთრებულ დავალებათა გარდაცვლილი თანამშრომელი. რეალურად კი, ეს ცესკოს ძველი სპეც სიაა იმ უბნებისთვის, სადაც ხმას აძლევდნენ ძალოვანი უწყებები.
საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას ოპოზიციის იმ ფეისბუქ სტატუსზეც ამახვილებენ, სადაც ერთ-ერთ ფოტოზე საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარია და მათი მტკიცებით, კარს შიდა მხრიდან დამატებითი რკინის ჩამკეტი გაუკეთდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დამატებითი ჩამკეტი წლების წინ გაკეთდა და ის არ უკავშირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მუხტის ასაწევად ოპოზიცია 2-3 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუებსაც იყენებს.
"ჩვენ ვხედავთ ყოველ ჯერზე, არჩევნების წინ რადიკალების მხრიდან ნებისმიერi პროვოკაციის მცდელობას, ნებისმიერი სახით. ეს იქნება პოლიციელების დაშანტაჟება, სიების გამოქვეყნება, გეგმის წარდგენა და სხვადასხვა პატარ-პატარა ნიუანსები. მათი მხრიდან, ეს არის პირდაპირი მოწოდება ხალხისთვის, თითქოს რაღაც ფონი უნდათ, რომ შექმნან საზოგადოებაში, რათა გამოიყვანონ ხალხი. ქართველი ხალხი ბრძენია და მათ ასეთ სპეკულაციებზე ნამდვილად არ წამოეგება. ისევ იმავენაირად ჩაეშლებათ თავიანთი მცდელობები, როგორც წინა შემთხვევებში," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.