„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ნიკა ელისაშვილი

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, ნიკა ელისაშვილმა ამომრჩეველთან შეაჯამა ავლაბარში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ მიმართულებაზეც.