„ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა

გლდანის რაიონში, ილორის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ დელეგატი ლადო ბოჟაძე მოსახლეობას შეხვდა, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ადგილობრივების პრობლემების შესახებ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრას გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ესწრებოდნენ.