„ქართული ოცნების“ დელეგატი ანზორ ბოლქვაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხულოს მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, ხულოში, დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორტოხში, გელაძეებსა და პაქსაძეებში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, შეაჯამა ხულოს სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბარს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა დელეგატმა თუ რა ფასი აქვს მშვიდობას მოსახლეობისა და ქვეყნისათვის