1746733863
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, უმრავლესობა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
„ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეფარულად ერთადერთი განზრახვა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის თემა არავის ინტერესს არ წარმოადგენს, გარდა მისი პარტიის და მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისა. შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს ხედავენ, სურთ, როგორმე პროცესი გააღვიძონ, გამოაფხიზლონ, რათა მიხეილ სააკაშვილი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. სწორედ, ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიზანი“, - განაცხადა მიქანაძემ.