„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
"ძლიერი საქართველოს" წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა გადაცემა "დღის კურიერში" იმ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შედგეს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებები. აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად სწორედ მოლაპარაკებებია დასახელებული. კომუნიკე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
თამაზ დათუნაშვილის თქმით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, ხოლო ამის შემდეგ შეიძლება დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარი ხელახალი არჩევნების დანიშვნას შეეხება.
"ჩვენ ცალსახა დამოკიდებულება გვაქვს. ზოგადად, საერთაშორისო კომუნიკეში თანმიმდევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ელისეს სასახლის კომუნიკეში თანმიმდევრულად, მეორე აბზაცში იყო ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველას განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც სამოქალაქო სექტორზე, ისე პოლიტიკურ ლიდერებზე, ისე ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და მათი გამოხატვის თავისუფლება იქნას უზრუნველყოფილი. ამის შედეგ იყო ნახსენები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა არის დიალოგი და ეს ანბანური ჭეშმარიტება არის.
ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის უმთავრესი და ძირითადი გადაჭრის საშუალება არის, რა თქმა უნდა, დიალოგი. ყველასთვის ცალსახა პირობა არის, რომ განთავისუფლდნენ ეს ადამიანები და მოხდეს ყველა საქმის შეწყვეტა, რომელიც ეხება თითიდან გამოწოვილ საქმეებს, რათა ჩაახშონ პროტესტი და რეპრესია მოაწყონ.
ამის შემდეგ, საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. ამაზე საუბრისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ და მასზე ვისაუბრებთ, ოღონდ საუბრის საგანი ეს არის.
ამ კრიზისის ძირი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო, არის მიტაცებული არჩევნები. მიტაცებულ არჩევნებს მოჰყვა ის ქმედება, რაც მოხდა ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით და აქ დავინახეთ, რომ ხელისუფლების უზურპაცია იყო გამიზნული ამ სიბინძურისთვის, რომ რუსული დავალება შეესრულებინათ, ამიტომ არჩევნები არის კრიზისის საფუძველში და ძირში, და თუ ჩვენ გვინდა ეს კრიზისი გადავჭრათ, უბრალოდ ლაყბობა კი არ არის ამის გამოსავალი და ეს არც მაკრონს არ უთქვამს. მაკრონმა თქვა, რომ დიალოგია საჭირო იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს და ჩვენც ვფიქრობთ, რომ პროცესი რომ წინ წავიდეს, ჩვენ და "ქართულმა ოცნებამ" უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ ახალი არჩევნები როდის, როგორ და რა ფორმით ჩატარდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადადა თამაზ დათუნაშვილმა.