მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
1772654480
რა იწვევს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის განსაზღვრას? თემაზე მომუშავე საპარლამენტო კომისია დღეს მორიგ სხდომას მართავს.
დეპუტატები საკითხის განსახილველად ამჯერადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მიმდინარე პროცესთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს და მის მთავარ მიზნად, აღნიშნული სისტემის გაჯანსაღებას ასახელებს. თემას ეხმიანებიან საპარლამენტო კომისიაში ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მაღალი ფასების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, როგორც შარაშიძე აღნიშნავს, ქვეყანაში არ ხდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
"პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენი ბაზარი იმპორტ დამოკიდებულია. ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა და ზოგადად, ეს სფერო დაურეგულირებელია.
ჯერჯერობით, ჩვენ ვართ მოსმენებისა და კითხვების დასმის რეჟიმში. მთავარი არის სწორი, ხალხის ინტერესებზე და სარგებელზე ორიენტირებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარება", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.