წყალი 11 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1772655076
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა.
მარკ რუტეს თქმით, ნატო ოპერაციაში უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა მოკავშირეები ხელს უწყობენ იმას, რასაც შეერთებული შტატები რეგიონში აკეთებს.
„ნატო არ არის ჩართული, თუმცა ცხადია, მოკავშირეები ძირითადად მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი [ტრამპი] აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურების კუთხით“, - განაცხადა რუტემ.