როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
"პრინციპული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ უტიფრობის მიმართ, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა.
"პროცედურული ომი, რაზეც "ნაცმოძრაობა" ლაპარაკობს, არის ძალიან მცირე დოზა იმ დამოკიდებულებისა, რაც შეიძლება, გააჩნდეს საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამ უსამართლო სათაურის მიმართ და ზოგადად, იმ შინაარსის მიმართ, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ, როცა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი სათაურით, სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები ხალხის მიმართ.
არის საკითხები, რომელიც ეხება ეროვნული უსაფრთხოების თემას, საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციის თემას, რასაც საგანგებო ყურადღებას ვაქცევთ და გაცილებით უფრო გლობალურია დაპირისპირების პერსპექტივა, რასაც ოპონენტები გვიქადიან ამ კომისიის შექმნით", - განაცხადა ვოლსკიმ.