1746733863
„ნაცმოძრაობის“ ერთადერთი ამოცანა ახალი ცხელი წერტილის შექმნაა - გია ვოლსკი

"ნაცმოძრაობის" ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
"პარლამენტი ლეგიტიმურია, მუშაობს, დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფნა და საქმიანობაც საშური საქმეა ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ "ნაცმოძრაობის" შემოსვლა საზოგადოების ინტერესებით არის განპირობებული.
ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა, იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს თავად მწვალებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა დარღვეული რაიმე კანონი, ამაზე ექნებათ მცდელობები, აქტივობები და არანაირი საპარლამენტო მუშაობა ამაში არ იგულისხმება", - განაცხადა ვოლსკიმ.