ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ადმინისტრატორის გარდა - მიხეილ სააკაშვილი

mikheil saakashvili

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება:

"საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში.

საქართველო ახლაც მაღლაა რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის.

2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ციხის ადმინისტრატორის გარდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.