დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„დაიხურება ვითომ რელიგიური ორგანიზაციები, რომლითაც ჯარს თავს არიდებდნენ“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურა ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი გვარის ხსენება ამ მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა რაც მან ჩაიდინა ქვეყნის, ახალგაზრდობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა.
ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას“,- განაცხადა პრემიერმა.