პრემიერის გადაწყვეტილებით, ვეტერანებს ყოველთვიური დანამატი გაეზარდათ

სამხედრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, ვეტერანების ყოველთვიური დანამატი, რომელიც  22 ლარს შეადგენდა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 100 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ კობა კობალაძემ ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღევანდელი დღე გარკვეულწილად ანგარიშის ჩაბარების დღესავით გამოჩნდა. მე ამაყი და ძლიერი ვარ იმიტომ, რომ კაცს ახასიათებს სიტყვის შესრულება და იმ სიტყვაზე პასუხისმგებლობა.

შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა ვეტერანებს, რომ ის ყბადაღებული 22 ლარის საკითხი, რომლითაც სპეკულირებდა ის შემადგენლობა, თვითონ ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი, დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით, ურთიერთქმედებით, ყბადაღებული 22 ლარი გახდა დღეს 100 ლარი და შესაბამისად თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმისა, რომ წინ ვივლით“,- განაცხადა კობა კობალაძემ.