პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გმირთა მოედანზე ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვეტერანების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე დიდი მნიშვნელობის მატარებელია მთელი ქვეყნისთვის.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობასა და თავდადებას. თქვენი სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანები, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს. სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს სისტემური, თუ ინდივიდუალური დახმარებისთვის, რასაც იგი თავდაცვის მინისტრობის დროს იჩენდა.
17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.