პრემიერი მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების სავარაუდო ჩაყრის ინციდენტზე: ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დღესვე

კობახიძე

ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დღესვე,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობით დაინტერესდა.

ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს საარჩევნო ყუთში ბიულეტენების სავარაუდო ჩაყრის ფაქტი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოკვლევა შესაბამისმა უწყებამ დაიწყო დაუყოვნებლივ.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, დაისაჯა თუ არა ვინმე მსგავსი დანაშაულისთვის წარსულში. პრემიერის განცხადებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების დეტალებზე შსს და პროკურატურა ისაუბრებს, „ქართული ოცნება“ კი მსგავს დარღვევებზე ანგარიშებს თავადვე აბარებდა ევროსაბჭოს.

„ჩვენ ანგარიშებს ვაბარებდით მათ შორის ევროსაბჭოს. მე თვითონ ვიყავით ევროსაბჭოს ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი, როდესაც პირადად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. იყო ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და იყო ამ ათეულობით საქმიდან ნახევარზე მეტი მაინც სადაც ბოლომდე იყო მიყვანილი გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.