პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი რომ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და სწორედაც იმიტომ, რომ ეს ბირთვული სახელმწიფო და მისი სამხედრო შენაერთები დგას რამდენიმე კილომეტრში დედაქალაქიდან, მთავარია გონივრული ნაბიჯები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.
ღუდუშაურის თქმით, ხელისუფლების პოზიციაა ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოსახლეობის დაცვა, შესაბამისად, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არეულობის ხარჯზე ქვეყნის სათავეში მოსვლას ვერ შეძლებენ.
„ჩვენი პოზიცია არის რა: უმთავრესია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენ ამას ვაკეთებთ გონივრულად, საღად. უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვა დანარჩენი რაც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდათ, რომ ქვეყანაში არეულობის და ომის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამას ვერ ეღირსებიან“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.