1753474429
„გაგვიფრინდა ჩვენი მფარველი ანგელოზი....“ - ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუდაურში სნოუბორდით სრიალისას დაშავდა, მიღებული ტრავმის შედეგად, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
ანა გიორგაია „ევროპულ სკოლაში“ ისტორიის პედაგოგი და ასევე ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი იყო.
„გაგვიფრინდა ჩვენი მფარველი ანგელოზი... სულის ტკივილო....“, - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
ახლობლების ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.
30 წლის ანი გიორგაიას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

ზოდიაქოს სამი ნიშანი შვებით ამოისუნთქებს
1753463637