„ჩემს შვილებს ეხებიან... არ შემიძლია ჩუმად ყოფნა“ - სვეტა ბაგდასაროვა

სვეტა

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, სვეტა ბაგდასაროვა, რომელიც გასულ კვირას ხალხის რჩეული გახდა, „პრაიმტაიმს“ საკუთარი ემოციების შესახებ უყვება. მისი თქმით, როცა მას და მის შვილებს ეხებიან, ემოციების კონტროლი და გაჩუმება უჭირს.

ზუსტად ისეთი ვარ ამ პროექტში, როგორიც გარეთ. ვერ ვიკავებ ემოციებს, როცა ჩემს შვილებს ეხებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ჩუმად ვერ ვიქნები, როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, მეკტება... 

არ შემიძლია ამაზე გავჩუმდე და ასევე არ შემიძლია მათთან ვიყო ცუდ ურთიერთობაში, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ. ქრისტისთან დავახლოვდი და ძალიან დავუდგები გვერდით. მე შევეცდები, რომ ძალიან ბევრი რამ ვასწავლო. არ მინდა ვინმემ ის შეცდომები დაუშვას, რაც მე. რასაც მე ჩემს შვილს ვეტყოდი და ვურჩევდი, იმას ვეტყვი ქრისტისაც და სხვებს. იქ არც ერთის დედიკო და დედა არ ვარ, უბრალოდ მაქვს დედობრივი ინსტინქტი. ზოგადად, ძალიან მზრუნველი ვარ, მიყვარს სტუმარ-მასპინძლობა... “ - ანმბობს სვეტა ბაგდასაროვა.