დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოციალურ ქსელში გავრცელდა ტილოზე შესრულებული ნახატი, რომელზეც პატრიარქი და ხვიჩა კვარაცხელია არიან გამოსახულები.
ფერწერის ავტორი, მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ სურს ნახატი ხვიჩას გადასცეს.
„გამარჯობა მეგობრებო!
რამოდენიმე ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა მიმართვა…
“მიყვარხარ პატრიარქო! გთხოვთ, დამლოცოთ”… რამაც, ჩემდა გასაკვირად საზოგადოებაში გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასება. დაიბადა იდეა, რომ ეს ემოცია გადამეტანა ტილოზე.
გავიდა დრო, ხვიჩა ოჯახით, პატრიარქმა დალოცა, რამაც ძალიან გამახარა და გუშინ სურათზე მუშაობა დავასრულე. ნახატის სახელი შეესაბამება ხვიჩას მიმართვას … მიყვარხარ პატრიარქო, გთხოვთ, დამლოცეთ…
გადავწყვიტე, ფერწერული ტილო ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად გადავცე“,-წერს ნახატის ავტორი სპარტაკ ბაგალიშვილი.