1740388324
პატივს მივაგებთ 9/11-ში დაღუპულ ადამიანებს და ვაფასებთ მათ, ვინც ცხოვრება ხალხის სამსახურში ყოფნას მიუძღვნა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2001 წელს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 21-ე წლისთავს ეხმიანება.
„აშშ-ში მომხდარი საშინელი ტერაქტის შემდეგ 21 წელი გავიდა. დღეს პატივს მივაგებთ 9/11-ში დაღუპულ 3000 ადამიანს და ვაფასებთ მათ, ვინც ცხოვრება ხალხის სამსახურში ყოფნას მიუძღვნა. ასევე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საკუთარ ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევებისადმი“, - წერს პაპუაშვილი.
21 years have passed since horrific terrorist attacks in the US. Today we pay tribute to 3000 persons who lost their lives on #9/11 and appreciate those who have chosen the lives of service. We also re-recommit ourselves to joint efforts of ensuring peace & security. pic.twitter.com/8s7ZWDcDtj
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) September 11, 2022