პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება

პარლამენტი მიკროფონი

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა იცვლება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. პროექტით განისაზღვრება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ აღნიშნული პროცედურა დასრულდება.

დღეს მოქმედი რეგლამენტის მიხედვით კი, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან – ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.