შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მოძმე სომეხ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უსურვებს.

"გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით", - წერს შალვა პაპუაშვილი.