ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს.
შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა.
წლის ბოლომდე გამოიცემა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი.
საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1785942567
აგვისტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
1785874586