„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ იცვლება.
კანონპროექტით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ტერმინი „განსაკუთრებული ღონისძიების“ განმარტება.
ცვლილების თანახმად, კანონიდან ის ნორმებიც ამოდის, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულებას ადგენს.