„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მომავალზე საუბრობს:
„10 წლის შემდეგ მამა ვიქნები და სხვა რაც არ უნდა ვაკეთო, ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე. ზოგადად, ყველაზე მეტად ტანსაცმლის შექმნა მსიამოვნებს, მაგრამ რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, მინდა სხვა რაღაცებიც ვცადო.
ვიცი, რომ ექსპერიმენტებისთვის ღია ვარ და ისიც ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმე მაინც არის ტანსაცმლის შექმნა“, - ასე უპასუხა დემნა გვასალიამ კითხვას, თუ სად ხედავს საკუთარ თავს და რით იქნება დაკავებული 10 წლის შემდეგ.
ქართველმა დიზაინერმა ამ თემაზე პოდკასტში Intersections: The Art Basel ისაუბრა.