„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
აშშ-ში, იუტაში მცხოვრები ქალი ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქალმა, სავარაუდოდ, ჩვილს სახე დაუწვა და პირი ლენტით აუკრა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ჩვილი საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით გადაიყვანეს.
ბავშვს სხვა მძიმე დაზიანებებთან ერთად ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტვინში სისხლდენა ჰქონდა. საქმის მუშაკმა განაცხადა, რომ დაზიანებები შეხორცების სხვადასხვა ეტაპზე იყო.
ბავშვის მამამ პოლიციას განუცხადა, რომ ქალმა ბავშვი აწამა, რადგან მას ბიჭი სურდა. მამამ განაცხადა, რომ დედა სხვა ბავშვების მიმართ ასე „საშინლად“ არ იქცეოდა.
მამაკაცის თქმით, ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებისას დაინახა, რომ ჩვილის პირი ლენტით იყო შეკრული, რადგან, როგორც მას ქალმა უთხრა, ბავშვი ტირილს არ წყვეტდა.
„მამამ განაცხადა, რომ ლიზბეთმა ბავშვს პირში ბოთლი ჩაუდო, რის გამოც ბავშვი რძით დაიხრჩო და სუნთქვა შეეკრა“, - ნათქვამია დაკავების ოქმის იმ ნაწილში, რომელსაც მედიასაშუალებები ციტირებენ.
დაკავების ოქმის თანახმად, პოლიციას წარედგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ბავშვი პირზე ლენტით და ვიდეო, სადაც დედა, სავარაუდოდ, იძულებით კვებავს ბავშვს.
ჰურტადო-ბრეტონს ბრალი წაუყენეს ბავშვთა წამებასა და ბავშვზე ძალადობის ორ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში, იგი უკვე ციხეში გადაიყვანეს.