ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
მხარეებმა იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და ასევე, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობები მიმოიხილეს.
საუბარი აგრეთვე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ლევან მახაშვილმა იტალიის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.