დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია. თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად რადიკალიზმს, დესტაბილიზაციასა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რევოლუციას ვერ მიაღწიეს, მათთვის, საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
„რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი, მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.