გიორგი ვოლსკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩატარებულ უფასო სამედიცინო აქციას დაესწრო

გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩატარებულ უფასო სამედიცინო აქციას დაესწრო.

სოფელ აძვში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

ათზე მეტი სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა პროფილის ექიმებმა პაციენტებს პროფილაქტიკური კვლევები ჩაუტარეს და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები გადასცეს.

აქციას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.