„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიას დასკვნას ეხმაურება. კობახიძე ამბობს, რომ დასკვნაში უნდა მიუთითონ, თუ რა დაავადებები აქვს სააკაშვილს, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით. მისივე შეფასებით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლება ოპონენტებს "ქვეყნის ასარევად" სურთ.
"ორგანიზაცია ემპათია პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ამას მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. სანდოობა, რა თქმა უნდა, არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია.
რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, მაგალითად, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები სამედიცინო ჩვენებების შეიძლება აღენიშნებოდეს კი არა, პრაქტიკულად, ყველას აღენიშნება. ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს, კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა და პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას, რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის მშრალი საუბრები და პიარკამპანია ლობისტური კომპანიებით. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას - სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის, რომ ქვეყანა არიონ. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ". - ამბობს ირაკლი კობახიძე.