ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობით მიმართა.
„საქმეში წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა მტკიცებულება, რომლითაც ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ სააკაშვილის მიმართ საქართველოში ვერ ტარდება ადეკვატური მკურნალობა და ვერც ჩატარდება. შესაბამისად, ვაყენებთ შუამდგომლობას მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლების, ხოლო ალტერნატივის სახით დანიშნული სასჯელის გადავადების შესახებ.
მეორე მხარეს არ ექნება თითქმის არანაირი არგუმენტი - სასამართლო პროცესებზე ნახავთ. ეს იქნება მართლაც ისტორიული საქმე, დიდ ცვლილებას შეიტანს ქართულ მართლმსაჯულებაში და, ზოგადად, პატიმრების ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში“, - ამბობს ადვოკატი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში დამძიმდა. მათი ინფორმაციით, სააკაშვილს გადაადგილება არ შეუძლია. ადვოკატები მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში ითხოვენ - ამბობენ, რომ საქართველოში სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიეწოდება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კვლევის დასკვნას დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნებს ცენტრი ემპათია.