პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი-LIVE“-ს ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზებულ იქნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან უარი განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა.
„ჩვენ ვიმოქმედეთ ჰუმანურობის პრინციპიდან, და იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესებული ვართ ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის უზრუნველყოფით, და იმისთვის, რომ მიგვეღო დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან დამატებითი ინფორმაცია და დაგვენახა რეალური სურათი, შევთავაზეთ, ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. მან თავად განაცხადა უარი და, ბუნებრივია, იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა. ეს უარი მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373