გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ოპოზიციის მიამიტი ნაწილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დამიზნებული ბუმერანგი, რომელიც სრულიად მოსალოდნელად და ლოგიკურად მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას და დავით კეზერაშვილს მოხვდება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონი ოლიგარქიას არ აღკვეთს.
„ფორმალურად, „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან გამოძვრება, რადგან დავალებული იყო, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მიიღეთო. უკრაინულ კანონს გამოიღებენ, ამ ცუდ კანონში გარკვეულ კორექტირებას შეიტანენ. ფორმალურად ამ ყველაფრიდან გამოძვრებიან, მაგრამ ეს კანონი არანაირ ოლიგარქიას არ აღკვეთს. თუ გვინდა, რომ ოლიგარქიული მმართველობა არ იყოს, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ არც სამომავლოდ, გაუგებარი კანონები კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სასამართლო და პროკურატურა უნდა იყოს თავისუფალი. დეოლოგარქიზაციის კანონპროექტის მომზადება იყო ოპოზიციის მიამიტი ნაწილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დამიზნებული ბუმერანგი, რომელიც სრულიად მოსალოდნელად და ლოგიკურად მოხვდება მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას და დავით კეზერაშვილს. კეზერაშვილს ბუმერანგი კი არ უნდა მოხვდეს, ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ეს ბუმერანგი ოპოზიციის დამფინანსებელ მდიდარ ხალხს მოხვდება, რაც მოსალოდნელი იყო. ამაზე ფეხი რატომ აბაკუნა ოპოზიციის ნაწილმა, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.