ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინშია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმე დღეში იქნება კომისიის პასუხები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. სხვა საკითხებზე კი დასკვნის მიღებისთანავე გაგრძელდება მუშაობა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში უნდა მოვიდეს პასუხი ვენეციის კომისიისგან. რაც შეეხება, მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ რამდენად სწრაფად იქნება პასუხი და როგორც კი იქნება ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. გარდა ამისა, იცით რომ არის ორი საკითხი ომბუდსმენის არჩევა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, აქ დამოკიდებულები ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, იმისთვის რომ შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს კანდიდატების გარშემო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.